Sunday, March 6, 2011

Whitney Elizabeth Houston

უითნი ელიზაბეთ ჰიუსთონი (ინგლ. Whitney Elizabeth Houston; დ. 9 აგვისტო, 1963. ნიუარკი, ნიუ ჯერსი) — ამერიკელი პოპ და რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი, მსახიობი, კინოპროდიუსერი და მოდელი. მსოფლიო მასშტაბით, მას გაიყიდული აქვს დაახლოებით 170 მილიონი ალბომი და სინგლი. გინესის მსოფლიო რეკორდების წინში იგი შესულია, როგორც კომერციული თვალსაზრისით, ყველა დროის ყველაზე წარმატებული რიტმ-ენდ-ბლუზის შემსულებელი ქალი. მომღერალი ცნობილია თავისი ძლიერი ხმის დიაპაზონით, რომელიც კოლორატურა სოპრანოდაა მიჩნეული. ჰიუსთონი იმ მცირე შავკანიან მომღერალთაგანია, რომლის მუსიკალური ვიდეოებს MTV-ს არხზე 1980-იანი წლებში ხშირად ატრიალებდნენ. ის პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი მომღერალია, რომელსაც ბილბორდის ცხელ 100-ეულში ზედიზედ შვიდი ნომერი 1 ჰიტ-სინგლი ჰქონდა. მუსიკალური შესრულების გარდა, ჰიუსთონი აღიარებული მსახიობი, პროდიუსერი და ფილანთროპია.

ბავშვობა
უიტნი დაიბადა ნიუ-ჯერსიში და ყავს ორი უფროსი ძმა. იგი ჯონის და მომღერალ სისი ჰიუსტონს მესამე და ყველაზე უმცროსი შვილია. დედამისი, თავის ბიძაშვილთან და ბებიამისთან ერთად აღსანიშნავი არიან ბლუზსა და სოულში. ჰიუსტონი გაიზარა როგორც ბაფტისტი. 1967 წელს ოჯახი გადავიდა ისტ ორინჯში, უიტი ამ დროს 4 წლის იყო. როდესაც დედამისი გასტროლებზე იყო ელვის პრესლისთან ერთად, უიტნის მამა უვლიდა და ეთამაშებოდა ბავშვებს. 11 წლის ასაკში, უიტნი პირველად წარსდგა საზოგადოების წინაშე, ბაფტისტური ეკლესიის გუნდში, სადაც პიანოზე დაკვრაც ისწავლა. როდესაც უიტნი თინეიჯერი იყო, მისი მშობლები გაშორდნენ და მან დედამისთან ერთად გააგრძელა ცხოვრება. უიტნი ქალთა აკადემიაში სწავლობდა, სადაც გაიცნო თავისი საუკეთესო მეგობარი რობინ კროუფორდი.

მუსიკალური კარიერა: 1977—1984 [რედაქტირება]

ჰიუსტონი თინეიჯერობაში დიდ დროს ატარებდა დედასთან ერთად ღამის კლუბებში სიმღერით. თოთხმეტი წლის ასაკში, უიტნი ითვლებოდა ჯგუფ „სიცოცხლე ზეიმია“-ს მთავარ სოლისტად. ზაგერმა უიტნის კონტრაკტი შესთავაზა, მაგრამ სისიმ უარი უთხრა, რადგანაც უნოდადა, რომ შვილს ჯერ სკოლა დაემთავრებინა. 1979 წელს, ჩვიდემტი წლის უიტნიმ ჩაწერა სიმღერა"მე ვარ ყველა ქალი", რომელიც შემდეგ 1992 წელს ჰიტანტ გადაიქცა. 1980-იან წლებში უიტნი მოდელად მუშაობდა. იგი VOGUE ჟურნალების ყდებსაც კი ამშვენებდა.

დებიუტი [რედაქტირება]





1985 წელს უიტნის პირველი ალბომი გამოვიდა. ამ ალბომმა საყოველთაო მოწონება გამოიწვია. როლინგ სთოუნს ძალიან მოეწონა ის, და მას „ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი ახალი ტალანტი“ უწოდა, ხოლო ნიუ-იორქ თაიმსმა ალბომს სანახაობრივი უწოდა. იმის შემდეგ, რაც სინგლმა „ვიღაც ჩემთვის“ წარმატება ვერ ჰპოვა დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში, დისკის რეიტინგმა დაიწია. მაგრამ, ამ პატარა მარცხის შემდეგ უიტნიმ გამოუშვა სიმღერა „მთელი ჩემი სიყვარულის შენთვის შენახვა“, რომელიც მის პირველ ჰიტად იქცა. ზუსტად ამ პერიოდში, მტვ გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ისინი როკს აქცევდნენ უფრო დიდ ყურადღებას და აფრიკულ-ამერიკულ სიმღეარს სულ არ უშვებდნენ. 1986 წელს უიტნიმ ერთ-ერთ ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა და 14 კვირა ინარჩუნებდა ამ ადგილს. ამის შემდეგ უიტნიმ გამოუშვა სიმღერა „ყველაზე დიდი სიყვარული“, რამაც აგრეთვე უდიდესი წარმატება მოუტანა. 13 მილიონი კოპია ამ ალბომისა მარტო ამერიკაში გაიყიდა, და ეს ალბომი იყო ყველაზე გაყიდვადი ქალ-მომღერლებს შორის.

No comments:

Post a Comment